
თეთრი სახლი: ტრამპი უპასუხებს წინადადებას ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის ორი კვირით გადაწევის შესახებ
იმედი|imedinews.ge
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა NBC News-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უპასუხებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრის წინადადებას ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის ორი კვირით გადაწევის შესახებ.
„პრეზიდენტი ინფორმირებულია ამ ინიციატივის თაობაზე და პასუხი მალე იქნება“, - აღნიშნა მან.
პაკისტანის პრემიერმა ასევე სთხოვა ირანს, კეთილი ნების ნიშნად, ორი კვირით გახსნას ჰორმუზის სრუტე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge