
AXIOS: პარასკევს ისლამაბადში იგეგმება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი
იმედი|imedinews.ge
პარასკევს ისლამაბადში იგეგმება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ორკვირიან ზავს, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია, რომ მხარეები გამართავენ მოლაპარაკებებს სრულმასშტაბური სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მოგვიანებით დაადასტურა თეირანის თანხმობა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge