ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით

იმედი|imedinews.ge

ირანი ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ გემები კოორდინაციას ირანის შეიარაღებულ ძალებთან გაივლიან, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

„ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“, - დაწერა არაღჩიმ.

არაღჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი შეწყვეტს სამხედრო თავდასხმებს მანამ, სანამ მას თავს არ დაესხმიან.

„თუ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავდაცვით ოპერაციებს“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია