
CNN: წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა ტრამპს ირანისთვის დაწესებული ბოლო ვადის გახანგრძლივება სთხოვა, მალე „კარგი ამბებია“ მოსალოდნელი
იმედი|imedinews.ge
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მეომარ მხარეებს მოუწოდა, დაიცვან ორკვირიანი ზავი, რათა „დიპლომატიას მიეცეს საშუალება, მიაღწიოს ომის საბოლოო შეწყვეტას“.
მან ასევე სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ირანისთვის მიცემული ბოლო ვადა ორი კვირით გადაწიოს, ხოლო ირანს - ამავე პერიოდში გახსნას ჰორმუზის სრუტე.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება, რეგიონულმა წყარომ აღნიშნა, რომ „ორივე მხარისგან მალე კარგი ამბებია მოსალოდნელი“ და დასძინა, რომ მოლაპარაკებებს უშუალოდ პაკისტანის არმიის სარდალი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი ხელმძღვანელობდა.
წყაროს ცნობით, შეთანხმების გაფორმება დღეს ღამით იგეგმება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge