
ტრამპი: იმ პირობით, თუ ირანი დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა - ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე, რომლებმაც მთხოვეს, შემეჩერებინა დამანგრეველი ძალა, რომელიც ამაღამ ირანისკენ იყო მიმართული - და იმ პირობით, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას - თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა - ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო ამოცანას და ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმებასთან. ჩვენ ირანისგან მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია, რომ ის მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის წარსულში არსებული თითქმის ყველა სადავო საკითხი შეთანხმებულია, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, როგორც პრეზიდენტისთვის და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლისთვის, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ასე ახლოსაა“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge