CNN: წყაროს განცხადებით, ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით

CNN: წყაროს განცხადებით, ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით

იმედი|imedinews.ge

ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული დროებითი ზავის გამო - აცხადებს საკითხში ჩახედული ისრაელური წყარო.

წყაროს თქმით, ისრაელი დაემორჩილება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კურსს.

წყარო აღნიშნავს, რომ ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეების სია და მიზნები, რომელთა მიღწევაც ირანში სამხედრო მოქმედებების გზით სურდა.

მარტის შუა რიცხვებში CNN-ის კითხვაზე, შეწყვეტდა თუ არა ისრაელი თავდასხმებს ირანზე, თუ ტრამპი ზავს მიაღწევდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. თუმცა მან აღიარა, რომ ტრამპი არის „ლიდერი“ და მისი „მოკავშირე“.

„საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ვცემ თუ არა მათ პატივს? დიახ, ვცემ“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ CNN-ს 18 მარტის პრესკონფერენციაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია