
ტრამპის განცხადებით, ირანულ ურანთან დაკავშირებით „ყველაფერი კარგად იქნება“
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ურანთან დაკავშირებით „ყველაფერი კარგად იქნება“.
„ამასთან [ურანთან] დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომისზე არ წავიდოდი“, - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა „სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწია, 100%-ით. ამაში საკითხავი არაფერია“.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა და ირანმა პაკისტანის შუამავლობით ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ. პირველი შეხვედრა აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის ისლამაბადში 10 აპრილს გაიმართება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge