
ხულოს მერიაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს კონკურსის ჩატარების ფორმატი, ეტაპები, შეფასების კრიტერიუმები და განხორციელების გრაფიკი.
მიმდინარე წელს „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის ბიუჯეტი 85 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება უკვე მიიღო 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა.
პროგრამა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მეწარმეობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი სამეწარმეო სექტორის განვითარებას.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge