
დონალდ ტრამპი: აშშ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. განიხილება ირანზე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
გარდა ამისა, მისი თქმით, განიხილება ირანზე ადრე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება.
„შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, რეჟიმის ძალიან პროდუქტიული ცვლილება განიცადა! ურანის გამდიდრება არ მოხდება და შეერთებული შტატები ირანთან ერთად ამოთხრის და გაიტანს ღრმად ჩაფლულ ბირთვულ მტვერს. ახლა ის მკაცრი თანამგზავრული კონტროლის ქვეშ არის (კოსმოსური ძალები!). თავდასხმის მომენტიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ განვიხილავდით და განვიხილავთ ირანთან ერთად ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებას“, - დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მრავალი პუნქტი უკვე შეთანხმებულია.
იმედი
წყარო: imedinews.ge