
ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა
იმედი|imedinews.ge
ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუბიოს ძალისხმევისთვის, რომელსაც ვაშინგტონი მიმართავს ცეცხლის შეწყვეტის კუთხით.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ღონეს არ დაიშურებს, რათა ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, რაც ლიბანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საწინდარია.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერების შეხვედრა იგეგმება.
როგორც ტრამპმა განმარტა, ეს იქნება ლიდერების პირველი შეხვედრა უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge