ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

„ისინი დაგვთანხმდნენ, რომ უკან დაგვიბრუნებენ ბირთვულ მტვერს“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ადრეც ამტკიცებდა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს.

მანამდე კი ის ქვეყნიდან ურანის ამოსაღებად სარისკო სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია