
ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.
პრეზიდენტი და პონტიფიკოსი დაპირისპირებულები არიან მას შემდეგ, რაც პაპმა აშშ-ის ირანთან ომი გააკრიტიკა, ტრამპმა კი მას მემარცხენეების ინტერესების გატარებაში დასდო ბრალი.
„პაპმა უნდა გაიგოს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განაცხადა მან, - „და პაპმა უნდა გაიგოს ისიც, რომ არ შეიძლება ქვეყანას მისცე უფლება, დახოცოს 42,000 სრულიად უიარაღო მომიტინგე“.
„მე არ მაქვს პრეტენზია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პაპს შეუძლია თქვას ის, რაც სურს, და მე მინდა კიდეც, რომ მან თქვას ის, რაც სურს, თუმცა მე შემიძლია მას არ დავეთანხმო“, - განაცხადა მან მიმდინარე დავის შესახებ.
კითხვაზე კათოლიკე ოფიციალური პირების საპასუხო რეაქციაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ლეო უბრალოდ მშვიდობის სახარებას ქადაგებდა და არა პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა, ტრამპმა უპასუხა: „მე სრულად ვიზიარებ სახარებას. მე მას იმაზე მეტად ვუჭერ მხარს, ვიდრე ეს ვინმეს შეუძლია“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პაპს არ ებრძვის და კათოლიკე ლიდერთან მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა აკავშირებს. ტრამპმა აღნიშნა, რომ პაპის მიმართ პერსონალურად „არაფერი აქვს საწინააღმდეგო“.
იმედი
წყარო: imedinews.ge