
აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“
იმედი|imedinews.ge
ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.
შტატის კანონმდებლები ამ გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებენ, რომ ტრადიციული ოჯახი მთელი ქვეყნის მასშტაბით „თავდასხმის ქვეშაა“.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ტრადიციული ოჯახი იყო ტენესის საზოგადოების ფუნდამენტური საშენი მასალა მისი ჩამოყალიბების წლებში“.
დოკუმენტის მიხედვით, „ტრადიციული ოჯახი არის ღვთის სრულყოფილი ჩანაფიქრი კაცობრიობისთვის და შეესაბამება ტენესის მრავალწლიან ტრადიციულ ღირებულებებს“.
ამავე დროს, რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge