
ტრამპი: ნატოს ვუთხარი, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების დეესკალაციასთან დაკავშირებით ნატოს როლი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დახმარება მხოლოდ მაშინ შესთავაზა, როდესაც კრიზისი პრაქტიკულად ამოიწურა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან მიიღო ზარი დახმარების მზადყოფნასთან დაკავშირებით, რაზეც მისი პასუხი უარყოფითი იყო.
„ახლა კი, როდესაც ჰორმუზის სრუტის სიტუაცია თითქმის დასრულებულია, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, ხომ არ გვსურდა დახმარება. დიდი მადლობა, ნატო. მე მათ ვუთხარი, რომ თქვენი დახმარება ორი თვის წინ გამიხარდებოდა, ახლა კი თქვენი მხარდაჭერა აღარ მჭირდება, რადგან მაშინ, როცა დაგვჭირდით, აბსოლუტურად უსარგებლოები იყავით. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი არასოდეს გვჭირდებოდა რეალურად“, - განაცხადა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge