მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ ნატოდან არ გავა

მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ ნატოდან არ გავა

იმედი|imedinews.ge

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ამერიკის შეერთებული შტატბის გასვლა ნაკლებად სავარაუდოა.

„არ მგონია, რომ აშშ-მა ნატო დატოვოს“, - განაცხადა რუტემ.

თუმცა, როგორც გენმდივანმა დასძინა, ნათელია, რომ „ჩვენ უფრო ძლიერი ნატოს ფარგლებში, მეტად ძლიერი ევროპა გვჭირდება“.

„პრეზიდენტი ტრამპი ნამდვილად იმედგაცრუებულია ნატოს ზოგიერთი წევრის გამო. და მე მისი იმედგაცრუების მესმის“, - დასძინა რუტემ.

მან ევროპის ქვეყნებს სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ამას ჩვენი შემაკავებელი ძალისა და თავდაცვის მხარდაჭერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა რუტემ.

ნატოს გენერალური მდივანი აგრეთვე დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები ევროპას ბირთვული ქოლგის გარეშე არ დატოვებს.

„ამერიკული ბირთვული ქოლგა - აქ, ევროპაში უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია