ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

იმედი|imedinews.ge

Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია, - აცხადებს Blox Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე. მისი თქმით, პროექტი საქართველოსადმი ძლიერ საერთაშორისო ნდობას ასახავს.

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

Trump Organization-მა ახალი პროექტის - Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

აღნიშნული პროექტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი - სტატია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია