მერცი საავიაციო საწვავის მოსალოდნელი კრიზისის გამო გერმანიის უსაფრთხოების საბჭოს იწვევს

მერცი საავიაციო საწვავის მოსალოდნელი კრიზისის გამო გერმანიის უსაფრთხოების საბჭოს იწვევს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ იგი „დაუყოვნებლივ“ მოიწვევს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საავიაციო საწვავის შესაძლო დეფიციტის საკითხის განსახილველად.

„ჩვენი მიზანი ნათელია: ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების მომარაგების იმედი, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და საავიაციო საწვავი“, - განაცხადა მან ჰანოვერის სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე.

ევროპაში საავიაციო საწვავის ფასი ორჯერ მეტად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი 28 თებერვალს დაიწყეს.

თეირანმა საპასუხოდ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უდიდესი ნაწილი დაბლოკა - აღნიშნულ გასასვლელზე გლობალური ნავთობის ნაკადის დაახლოებით მეხუთედი მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ მერცმა არსებული ვითარება „დაძაბულად“ შეაფასა, მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ქვეყანას ძირითად საწვავზე საკმარისი წვდომა აქვს.

თუმცა, მან დასძინა, რომ „თუ პირობები გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ყველა არსებული ინსტრუმენტი“ იქნება გამოყენებული.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია