
ემანუელ მაკრონი პოლონეთშია და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი შეხვედრაზე არავის მიუწვევია
იმედი|imedinews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლონეთშია. ის პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფა და ევროპის ენერგო სტაბილურობაა. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, მაკრონის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის პოლონეთის პრეზიდენტთან კაროლ ნავროცკისთან შეხვედრა.
ნავროცკის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ მაკრონის ვიზიტი პოლონეთის მთავრობამ დაგეგმა, ტუსკი მაკრონს ქალაქ გდანსკში ხვდება და შეხვედრაზე პრეზიდენტი არავის მიუწვევია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge