
ირანის პრეზიდენტი: ომი არავის ინტერესებში არ შედის - დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული
იმედი|imedinews.ge
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ „ომი არავის ინტერესებში არ შედის“ და „დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას, პეზეშკიანმა ასევე ეჭვი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მდგრადობასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ „მტრისადმი უნდობლობა და სიფხიზლე ურთიერთობებში გარდაუვალი აუცილებლობაა“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge