
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
ტრამპმა ხაზი გაუსვა ბლოკადის ეკონომიკურ გავლენას და აღნიშნა, რომ ირანი ამჟამად კატასტროფულ ზარალს განიცდის.
„ბლოკადა, რომელსაც არ მოვხსნით, სანამ არ იქნება გარიგება, აბსოლუტურად ანადგურებს ირანს. ისინი დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავენ, რაც მათთვის გაუძლებელი მაჩვენებელია, მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge