
ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება
ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან. ვინაიდან, ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მიდგომები შეიცვლება აუცილებლად ევროკავშირში, ისევე როგორც ეს ყველაფერი შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან, ის ძირითადი საფრთხეები და რისკები, რაც არსებობს დღეს ევროკავშირში ამ მმართველი კლასის პირობებში, ის რაღაც სიმახინჯე ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია და პროპაგანდა, ეს უკონტროლო არალეგალური მიგრაცია და ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან, იგივე იაფ რესურსებზე უარის თქმა და ეკონომიკის ძალიან ნელი ტემპებით განვითარება და ა.შ. ამ ყველაფერზე უარი განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როდესაც აირჩიეს ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ამის ნიშნებიც შეიმჩნევა ევროპაში, რომ ევროპელი ხალხიც მიბაძავს ამერიკელ ხალხს და შესაბამისად, ის ცვლილებები, რა ცვლილებებიც აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ცვლილებები მოხდება და 2030 წლისთვის, როდესაც არის დაგეგმილი შემდგომი გაფართოება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა ეს, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ პარალელურ რეჟიმში გავატაროთ ყველა ის რეფორმა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულოთ, გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, რომ 2030 წელს საქართველო იყოს ყველზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
იმედი
წყარო: imedinews.ge