
კონგრესის კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ კომიტეტი გამოიძიებს 10 ამერიკელი მეცნიერის გარდაცვალებისა და გაუჩინარების ფაქტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ აშშ-ის ბირთვულ ან კოსმოსურ კვლევით პროგრამებთან.
აშშ-ის ხელისუფლებას ჯგუფის წევრებს შორის ოფიციალური კავშირი არ დაუდასტურებია, თუმცა აღინიშნა, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდა მაღალი დონის დაშვება უსაფრთხოების სისტემებთან გარკვეულ ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ საკითხით. ეს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა რაღაც ავბედითი ხდებოდეს“, - განაცხადა კომერმა კვირას, Fox News-ის გადაცემა Fox & Friends-ში სტუმრობისას.
კომერმა განაცხადა, რომ კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგებს პენტაგონისგან, გამოძიების ფედერალური ბიუროსგან (FBI), ენერგეტიკის დეპარტამენტისა და NASA-სგან მოითხოვს.
„იმედია, ჩვენი გავლენის ბერკეტების გამოყენებით, შევძლებთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას და ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია მოეპოვება, მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ კონგრესს. ასე ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ, რა ხდება სინამდვილეში და თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები მომავალში“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, გაუჩინარებები და სიკვდილიანობის ფაქტები „შემთხვევითი“ იყო.
მან ასევე დასძინა, რომ დასახელებული მეცნიერებიდან ზოგიერთი „ძალიან მნიშვნელოვანი“ პიროვნება იყო.
ერთ-ერთი მეცნიერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, სხვები კი საკუთარი სახლებიდან ან სხვა ადგილებიდან გაუჩინარდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge