კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

იმედი|imedinews.ge

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ამ ეტაპზე, შეგვიძლია კმაყოფილებით აღვნიშნოთ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი [მადიარის] მზადყოფნა პრაგმატული დიალოგისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდანაც არსებობს ორმხრივი მზადყოფნა და მომავალში უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით ვიხელმძღვანელებთ“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია