Financial Times: ირანი ამერიკული ბაზების დასაბომბად ჩინურ თანამგზავრს იყენებდა

Financial Times: ირანი ამერიკული ბაზების დასაბომბად ჩინურ თანამგზავრს იყენებდა

იმედი|imedinews.ge

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ირანმა ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი ფარულად შეიძინა, რამაც ისლამურ რესპუბლიკას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებისთვის ახალი შესაძლებლობები მისცა.

როგორც Financial Times-ი წერს, თანამგზავრი სახელწოდებით TEE-01B ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა 2024 წლის ბოლოს შეიძინა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი გაუშვა.

გამოცემას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები და სურათები, რომელზეც დატანილია კოორდინატები და დრო. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ირანის სამხედრო მეთაურებმა თანამგზავრს საკვანძო ამერიკული ბაზების კონტროლი დაავალეს.

გაჟონილი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ თანამგზავრი საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთნის ავიაბაზას 13, 14 და 15 მარტს უთვალთვალებდა. 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ბაზაზე ამერიკული თვითმფრინავები იყო და დაზიანდა.

თანამგზავრი აგრეთვე უთვალთვალებდა იორდანიაში მდებარე მუვაფაკ სალთის ავიაბაზას და ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია აშშ-ის მეხუთე ფლოტთან ახლოს, კერძოდ, მანამაში, ბაჰრეინში და ერბილის აეროპორტში, ერაყში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია