ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან

ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.

ზელენსკის თქმით, ირანში ომმა და მოლაპარაკებებმა, რომლებიც შემდგომ დაიწყო, ვაშინგტონს რუსეთ-უკრაინის ომიდან ყურადღება გადაატანინა.

„ისინი მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ თავის განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს გულისხმობს.

უკრაინის ლიდერის თქმით, აშშ-ს რუსეთთან უფრო კონსტრუქციული დიპლომატიური კონტაქტები აქვს, ვიდრე ევროპასთან. მისი თქმით, ევროპული ქვეყნების ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში დღემდე სირთულეს წარმოადგენს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია