
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.
კითხვაზე, რომელიც ეხებოდა ხაზინის დეპარტამენტის მიერ მოკავშირეებისთვის გაგზავნილ წერილს - სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს სასურველი შედეგი არ მოაქვს - ბესენტმა აღნიშნა, რომ ეს „არასწორი დახასიათებაა“.
„გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ ოპერაცია „ეკონომიკური რისხვა“. ერთ წელზე მეტია, ჩვენ ირანელებზე მაქსიმალურ ზეწოლას ვახორციელებთ - როგორც ირანის სახელმწიფოში გადახდების ბლოკირების, ისე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ანგარიშების დევნის გზით“, - დასძინა მან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge