
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა
იმედი|imedinews.ge
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
კენჭისყრა შედეგით 52-47 დასრულდა, სადაც ხმები ძირითადად პარტიული ნიშნით გაიყო: „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა „დემოკრატებთან“ ერთად კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო „დემოკრატი“ სენატორი, ჯონ ფეტერმანი მის წინააღმდეგ წავიდა.
სენატორმა ტემი დაკუორთმა სენატში კენჭისყრა მოითხოვა, რათა „დასრულდეს ტრამპის უსარგებლო და ძვირადღირებული ომი ირანის წინააღმდეგ“.
„ამერიკელ ხალხს არ სურს გაზრდილი ხარჯები, სიცრუე და ქაოსი“, - დასძინა მან. „სენატმა უნდა იმოქმედოს“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge