
ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
ირანის ნაკრების ჩასვლა აშშ-ში ივნისშია დაგეგმილი. განრიგის მიხედვით, გუნდი ლოს-ანჯელესში გამართავს მატჩებს ახალი ზელანდიისა და ბელგიის წინააღმდეგ, რის შემდეგაც სიეტლში გაემგზავრება ეგვიპტესთან დასაპირისპირებლად.
„ირანის ნაკრები ნამდვილად ჩამოვა“, - განუცხადა ინფანტინომ CNBC-ს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ დროისთვის, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ვითარება იქნება. როგორც ვთქვი, ეს ნამდვილად დაგვეხმარებოდა, თუმცა ირანი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს“.
ჯერ კიდევ ღია კითხვად რჩება, გაემგზავრება თუ არა ირანი რეალურად აშშ-ში ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ტრამპმა განაცხადა, რომ „მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოებისათვის“ ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება „მართებული“ არ იქნებოდა. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღით ადრე ინფანტინო ტრამპს ესაუბრა და მოუწოდა მას, დაერთო ნება ირანის ნაკრებისთვის, მიეღო მონაწილეობა ტურნირში.
იმედი
წყარო: imedinews.ge