
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.
„თუ თქვენ მარცხდებით დიპლომატიურ პროცესში და ზეწოლისთვის სხვა ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობთ, წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევთ“, - განაცხადა ბაღაიმ.
ირანის პორტების აშშ-ის მიერ ბლოკირება ძალაში ორშაბათს შევიდა მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე პაკისტანში გამართულმა მოლაპარაკებებმა აშშ-სა და ირანს შორის შედეგი ვერ გამოიღო.
ტრამპი დაიმუქრა, რომ დაბლოკავდა „ნებისმიერ გემს, რომელიც შეეცდებოდა შესვლას ან გამოსვლას“ ჰორმუზის სრუტიდან, თუმცა აშშ-ის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ისინი გაატარებენ იმ გემებს, რომლებიც არაირანულ პორტებს შორის გადაადგილდებიან.
მან ბლოკადა მას შემდეგ დააწესა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე - ვაჭრობისა და ნავთობის ტრანზიტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სანაოსნო გზა - ჩაკეტა. ეს იყო საპასუხო რეაქცია იმ თავდასხმებზე, რომლებიც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს განახორციელეს.
სრუტის ჩაკეტვამ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ტრამპი ცდილობს აიძულოს ირანი, რომ სრუტე კვლავ გახსნას.
იმედი
წყარო: imedinews.ge