
რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
როგორც სიკორსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, კიევმა გაწევრიანების სრული პროცესი უნდა გაიაროს.
სიკორსკის ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა ის უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
პოლონეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის მადიარის განცხადებას ეთანხმება და ამ შემთხვევაში მათი პოზიციები იდენტურია. სიკორსკის თქმით, უკრაინამ ევროინტეგრაციის სრული პროცესი უნდა გაიაროს, როგორც ეს თავის დროზე პოლონეთმა გააკეთა.
„ის [მადიარი] ამბობს იმას, რაც ჩვენი პოზიციაც არის. ევროკომისიას აქვს იდეა დაჩქარებული წევრობის შესახებ. ეს არ მოხდება. ვფიქრობთ, რომ უკრაინამ ყველა პირობა უნდა შეასრულოს ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ თავის დროზე. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების რთული ეტაპები იქნება, ისეთები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი“, - განაცხადა სიკორსკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge