
ტრამპი: ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს - ვერცერთი გემი ვერ შევა და ვერ გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნებართვის გარეშე
იმედი|imedinews.ge
ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„შიდა დაპირისპირება „რადიკალებს“, რომლებიც ბრძოლის ველზე სასტიკად მარცხდებიან, და „ზომიერებს“ შორის, რომლებიც სულაც არ არიან ზომიერები (მაგრამ პატივისცემას იმსახურებენ!), გიჟურია!
ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. ვერცერთი გემი ვერ შევა და ვერ გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნებართვის გარეშე. ის „ჰერმეტულად დახურულია“ მანამ, სანამ ირანი არ შეძლებს შეთანხმების მიღწევას!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge