მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა
დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

იმედი|imedinews.ge

კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვარამაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო რა კრიტერიუმებით ენიჭებათ პირებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსი. მან ასევე ისაუბრა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე.

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ ძირითად ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ.

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოში დიასპორული მეწარმეობის მხარდაჭერის საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ნოდარ კომახიძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მერი გულუამ სახელმწიფო პროგრამებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.

სხდომაზე, ქალაქ ბრემენის ქართული სათვისტომოს დამაარსებელსა და თავმჯდომარეს, „მერებაშვილის მამულის“ დამფუძნებელს, შალვა მერებაშვილს მოუსმინეს.

კომიტეტის სხდომაზე, დისტანციურ ფორმატში, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა დიასპორის წარმომადგენლებმა.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ყურადღება გაამახვილა დიასპორული მეწარმეობის მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერებასა და დიასპორასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს დიასპორის ეკონომიკური პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენებას ქვეყნის განვითარების პროცესში.

დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომას კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა კასპის ტექნოპარკი, პროფესიული კოლეჯი და „მერებაშვილის მამული“ დაათვალიერეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახური ეპშტეინის ფაილების დამუშავების საკითხს გამოიძიებს

CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახური ეპშტეინის ფაილების დამუშავების საკითხს გამოიძიებს

იმედი

Euronews: „ტრამპის მარშრუტი“  ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს

დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპოზიციური ერთობის დარღვეული ერთგულება - გაერთიანების შექმნიდან ორი თვის თავზე, „ნაციონალური  მოძრაობა“ ალიანსის დასატოვებლად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური ერთობის დარღვეული ერთგულება - გაერთიანების შექმნიდან ორი თვის თავზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის დასატოვებლად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი