ზელენსკი: უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა - უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას

ზელენსკი: უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა - უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში „სიმბოლური“ წევრობის იდეა და აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა ევროპის დასაცავად არ არის სიმბოლური და ქვეყანა იმსახურებს გახდეს ბლოკის სრულუფლებიანი წევრი.

პრეზიდენტს ჰკითხეს მისი მოსაზრება საფრანგეთისა და გერმანიის იდეაზე, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, განიხილავენ უკრაინის ევროკავშირში „სიმბოლური“ გაწევრიანების ვარიანტებს. ეს წინადადება გამორიცხავს კიევის წვდომას ბლოკის საერთო ბიუჯეტთან და ხმის უფლებას სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების გზებს ეძებენ, თუმცა აღნიშნა, რომ არასრულფასოვანი წევრობის იდეა მიუღებელია.

„უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა. უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას. თანაც იცავს ევროპას არა სიმბოლურად, არამედ რეალურად, ხალხი იღუპება... ჩვენ ვიცავთ საერთო ევროპულ ფასეულობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას“, - უპასუხა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე გააფრთხილა უკრაინული ინსტიტუტები, რომლებიც ევროინტეგრაციაზე მუშაობენ, „არ ეძებონ ევროკავშირში სიმბოლური წევრობა“. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმისა და უსაფრთხოების გარანტიების „სიმბოლურობა“.

„მე ამას მხარს არ ვუჭერ. ხალხი ამას მხარს არ უჭერს. რაც მთავარია — ჩვენთვის საკმარისია სიმბოლური კავშირები. ბუდაპეშტის მემორანდუმი, უსაფრთხოების სიმბოლური გარანტიები, ნატო, ნატოსკენ მიმავალი სიმბოლური გზა. ჩვენ ვიმსახურებთ სრულუფლებიან წევრობას სხვადასხვა კავშირში“, - განაცხადა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია