ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩვენ ნამდვილად ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვდგავართ

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩვენ ნამდვილად ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვდგავართ

იმედი|imedinews.ge

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტით გამოწვეული მიმდინარე ენერგოკრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა უახლეს ისტორიაში და მისი გავლენა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იგი.

„რაც უფრო დიდხანს გასტანს ეს მდგომარეობა, მით მეტი დრო დაგვჭირდება იმ ნიშნულზე დასაბრუნებლად, სადაც ადრე ვიყავით“, - განაცხადა ფატიჰ ბიროლმა.

მან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები 1973 წლის, 1979 წლისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ენერგეტიკულ კრიზისებს შეადარა.

მისი თქმით, 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის დროს მსოფლიომ დღეში დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი დაკარგა, მაშინ როცა ახლა ეს მაჩვენებელი 13 მილიონ ბარელს შეადგენს.

„რაც შეეხება გაზს, ოთხი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას, ჩვენ დავკარგეთ დაახლოებით 75 [მილიარდი კუბური მეტრი], ხოლო ამჟამად უკვე დაკარგული გვაქვს 100 მილიარდი კუბური მეტრი“, - აღნიშნა მან.

ბიროლმა დასძინა, რომ ამას ემატება შეფერხებები ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების მიწოდებაში, როგორიცაა სასუქები და პეტროქიმიკატები, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომარაგების ჯაჭვებზე მთელ მსოფლიოში.

„თუ ამ ყველაფერს ერთობლიობაში შევხედავთ, ჩვენ ნამდვილად ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვდგავართ“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია