ირანის პრეზიდენტი: ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა - ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა

ირანის პრეზიდენტი: ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა - ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა

იმედი|imedinews.ge

ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება. მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანში არა რადიკალები, არამედ რევოლუციონერები არიან და ქვეყანაში ერსა და მთავრობას რკინის ერთობა აქვთ.

მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანში დაპირისპირებაა და ვერ გაურკვევიათ ვინ არის მათი ლიდერი.

„ირანში არ არიან რადიკალები. ჩვენ ყველანი „ირანელები“ და „რევოლუციონერები“ ვართ, ერისა და მთავრობის რკინის ერთიანობით, რევოლუციის უზენაესი ლიდერისადმი სრული მორჩილებით, ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა; ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი“, - წერს ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.

در ایران ما تندرو و میانه‌رو وجود ندارد؛همه ما "ایرانی" و "انقلابی" هستیم و با اتحاد آهنین ملت و دولت، با تبعیت کامل از رهبر معظم انقلاب متجاوز جنایتکار را پشیمان خواهیم کرد. یک خدا، یک ملت، یک رهبر و یک راه؛ آنهم راه پیروزی ایران عزیزتر از جان.#ایران_ما— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) April 23, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია