
ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევაზე: ეს, შესაძლოა, სასარგებლო იყოს
აშშ-ს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიჟება სურს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მაიამიში გაიმართება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსაწვევი ჯერ არ გაგზავნილა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთს „დიდი ოცეულის“ ყველა სხდომაში მონაწილეობა შეუძლია, რადგან აშშ-ს წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარება სურს“.
„ამ დრომდე ოფიციალური მოსაწვევი არ გაგზავნილა, მაგრამ რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრია და მას მინისტრების და ლიდერების დონეზე გასამართ შეხვედრებზე დაპატიჟებენ“, - ციტირებს გამოცემა ანონიმურ წყაროს ტრამპის ადმინისტრაციიდან.
როგორც ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, მას პუტინის მიწვევასთან დაკავშირებით არაფერი სმენია, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ის წინააღმდეგი არ იქნება.
„თუ ის [პუტინი] ჩამოვა, ეს, შესაძლოა, სასარგებლო იყოს“, - თქვა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge