მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The European Conservative: არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის გახსნა იგეგმება - არხს „ცისარტყელა“ დაერქმევა
The European Conservative: არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის გახსნა იგეგმება - არხს „ცისარტყელა“ დაერქმევა

The European Conservative: არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის გახსნა იგეგმება - არხს „ცისარტყელა“ დაერქმევა

იმედი|imedinews.ge

The European Conservative-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, უნგრეთში Rainbow TV-ის სახელით ლგბტ თემატიკის მედია პლატფორმის შექმნა იგეგმება.

სტატიის მიხედვით, ქვეყნის მედიის მარეგულირებელ ორგანოში შეტანილია განაცხადი ახალი არხის შექმნის თაობაზე, სახელად Rainbow TV, რომლის ფორმატიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სატელევიზიო მაუწყებლობას, ასევე ონლაინ სტრიმინგ პლატფორმას.

განაცხადის მიხედვით, არხი იმუშავებს 24-საათიანი პროგრამით, რომელიც ეროვნული მედია-რეგულაციების მიხედვით იქნება სტრუქტურირებული.

არხის კონტენტი მოიცავს კულტურულ და გასართობ გადაცემებს, მუსიკალურ და არტისტულ შოუებს, ცხოვრების სტილის და კულინარიულ გადაცემებს, თოქ-შოუებსა და ინტერვიუებს.

ასევე ცალკე გათვალისწინებულია გადაცემები, რომლებიც შეეხება ლგბტ ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ თემებს, პარალელურად კი იქნება ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ზოგადი კონტენტიც.

ასევე, არხზე განთავსებული 18+ კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სრულწლოვანი აუდიტორიისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ დამატებითი დეტალები არხის გაშვებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა იმ პერიოდშიც, როდესაც უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა კონსერვატიულმა ძალებმა დამარცხება განიცადეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პედრო სანჩესი უარყოფს აშშ-ის მოსაზრებას ნატოდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ

პედრო სანჩესი უარყოფს აშშ-ის მოსაზრებას ნატოდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ

იმედი

პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე

პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე

იმედი

თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა

თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა

იმედი

მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია

მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია

იმედი