
კაია კალასი: თუ თეირანთან მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვულ საკითხს შეეხება, უფრო საშიშ ირანს მივიღებთ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო გახდეს.
კალასი დისკუსიებში ბირთვული სფეროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს და ამბობს, რომ თუ თეირანთან შეთანხმებისას გათვალისწინებული არ იქნება რეგიონული პრობლემები, ასევე ირანის მიერ პროქსი ძალების მხარდაჭერისა და ევროპაში ირანის ჰიბრიდული და კიბერსაქმიანობა, დასავლეთი ირანთან სუსტ შეთანხმებას მიიღებს.
კალასი აგრეთვე ამბობს, რომ ირანთან შეთანხმება ბალისტიკურ რაკეტებსაც უნდა მოიცავდეს.
„პრობლემები რეგიონში, სარაკეტო პროგრამები, მათ [ირანის] მიერ პროქსი ძალების მხარდაჭერა და აგრეთვე ევროპის ტერიტორიაზე კიბერსაქმიანობა ყურადღების მიღმა რჩება. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ უფრო სახიფათო ირანს და ფაქტობრივად მას გავაძლიერებთ“, - განაცხადა კალასმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge