
თეთრი სახლის სპიკერი: ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანული მხარისგან ნამდვილად დავინახეთ გარკვეული პროგრესი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ირანელების მხრიდან გარკვეული პროგრესი დაინახა, რისი დასტურიც სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პაკისტანში მოლაპარაკებებზე გამგზავრებაა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანული მხარისგან ნამდვილად დავინახეთ გარკვეული პროგრესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გაგზავნოს სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად, ასე რომ, ვნახოთ, რას იტყვიან ისინი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში პარასკევს.
CNN-ის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ აშშ-მა მიიღო „ერთიანი წინადადება“, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისგან ითხოვს, ლევიტს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.
„ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი იქნება მიღწეული და ამ შეხვედრიდან პოზიტიური შედეგები გამოვა, ამას კი დრო გვიჩვენებს“, - თქვა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge