
ემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს
იმედი|imedinews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის სულ მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპს.
„შეიარაღებული თავდასხმა, რომლის სამიზნეც გუშინ ღამით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მიუღებელია. დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, - წერს მაკრონი.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ესწრებოდნენ, სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. მედიის ცნობით, ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge