კენიელმა სპორტსმენმა მარათონულ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კენიელმა სპორტსმენმა მარათონულ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იმედი|imedinews.ge

კენიელმა მორბენალმა სებასტიან სავემ მარათონულ დისტანციაზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლონდონის რბოლაზე მან ფინიშს 1 საათში, 59 წუთსა და 30 წამში მიაღწია.

ლონდონის მარათონზე მეორე ადგილი ეთიოპიის წარმომადგენელმა, იომიფ კეჯელჩამ დაიკავა, რომელიც გამარჯვებულს 11 წამით ჩამორჩა.

სავე და კეჯელჩა ისტორიაში პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ოფიციალურ შეჯიბრებაზე მარათონი ორ საათზე ნაკლებ დროში გაირბინეს.

წინა მსოფლიო რეკორდი 2023 წელს ჩიკაგოს მარათონზე დამყარდა. მაშინ კენიელმა კელვინ კიპტუმმა დისტანცია 2 საათში და 35 წამში დაფარა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია