დონალდ ტრამპი: გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება

დონალდ ტრამპი: გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება

იმედი|imedinews.ge

თავდამსხმელს „დიდი ხანია, სიძულვილი ჰქონდა გულში“ და ეს რელიგიას უკავშირდებოდა, - განუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-ს სატელეფონო ინტერვიუში. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებული ანტიქრისტიანი იყო.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე თავად იყო.

„გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება. ეჭვმიტანილი დარბაზში „ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორბენალივით“ შეიჭრა, თუმცა ოფიცრებმა ის გააჩერეს. საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესანიშნავად იმუშავეს.

მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ ხარ, გაცილებით მეტ საფრთხეში ხარ, ვიდრე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ არ ხარ“, - განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია