მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო

მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო

იმედი|imedinews.ge

„ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს საზოგადოებაში პოლარიზებას.

ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგი. ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათა შორის ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, არის მიუღებელი.

მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას. როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მიუღებელია. მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავლაბრის რეზიდენციაში მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია