ნინო წილოსანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

ნინო წილოსანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

იმედი|imedinews.ge

ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ ელჩის ასეთი ქმედებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არ ეხმარება.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩმა იმდენად წარმოუდგენელი სურათი დახატა, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უყურებს საქართველოს. დარწმუნებული ვერ, იმავეს ვერ ეტყვის დიდი ბრიტანეთს, რომელმაც ევროკავშირი დატოვა და ნამდვილად არ გადავარდნილა სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც მან [ჰერჩინსკი] თავის განცხადებაში აღწერა.

მინდა დავამშვიდო, რომ საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს.

თუ ამ განცხადებაში, მას უნდოდა, რომ განსაკუთრებული მტრული განწყობა გამოეხატა, ეს ნამდვილად კარგად გამუვიდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია