
„ტელეფონი არსებობს, გვაქვს კარგი, დაცული ხაზები“ - ტრამპის განცხადებით, ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს. ტრამპმა განმარტა, რომ მათი წითელი ხაზები უცვლელია - აშშ მოითხოვს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ. ეს წინა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ. ეს წლების განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ, 40, 47 წლის განმავლობაში. არავინ არაფერს აკეთებდა ამის მისაღწევად. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა.
საუბარი თუ სურთ, შეუძლიათ, მოგვმართონ ან დაგვირეკონ. იცით, ტელეფონი არსებობს. გვაქვს კარგი, დაცული ხაზები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge