მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სანქტ-პეტერბურგში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა
სანქტ-პეტერბურგში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

სანქტ-პეტერბურგში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

რუსეთი მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.

თავის მხრივ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობას წარმოადგენს და კიდევ უფრო განმტკიცდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას მიიღო გზავნილი ირანის უზენაესი ლიდერისგან, მოჯთაბა ხამენეისგან. მან არაღჩის სთხოვა, ხამენეისთვის მადლობა და კეთილი სურვილები გადაეცა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ირანელი ხალხი „მამაცურად და გმირულად“ იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტისთვის.

მისივე თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ირანი წარმატებით გაივლის „გამოცდების ამ რთულ პერიოდს“ და მშვიდობა დაისადგურებს.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს გააგრძელოს ირანთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება.

აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მოხარულია სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრით და მას ირანის უზენაესი ლიდერისა და პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის კეთილი სურვილები გადასცა.

მინისტრის თქმით, ირანელმა ხალხმა საკუთარი სიმამაცით შეძლო აშშ-ის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და „მომავალშიც გაუძლებს“.

არაღჩიმ მადლობა გადაუხადა პუტინს და რუსეთს ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები არის „უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობა“, რომელიც განვითარდება „მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდება“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ირანის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში