მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმი გორსა და ყარაღანდას შორის მიმდინარე თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებსა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემა აღნიშნა, რომ ყარაღანდა გორისთვის პირველი დამეგობრებული ქალაქია ყაზახეთში, რაც ეკონომიკური და კულტურული დიალოგის გააქტიურების საუკეთესო წინაპირობაა.

ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ყარაღანდაში, ოლქის გუბერნატორთან ერმაგანბეტ ბულეკპაევთან. შეხვედრაზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ერმაგანბეტ ბულეკპაევის თქმით, ყარაღანდის ოლქი, თავისი მდიდარი ნედლეულითა და სტრატეგიული მდებარეობით, ღიაა ინვესტიციებისა და ექსპორტის გაფართოებისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარებაზე გააკეთა.

თავის მხრივ, სიმონ გულედანმა ხაზი გაუსვა ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებსა და ეკონომიკურ პოტენციალს. მისი თქმით, ტურიზმის გარდა, თანამშრომლობის დიდ რესურსს სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სამშენებლო მასალების წარმოება იძლევა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ