Reuters: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს

Reuters: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრული ანტი-ლგბტ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის შეთანხმებებს, კანონებსა და ქარტიას. სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლს არღვევს, კერძოდ, სისტემატურად ძირს უთხრის უმცირესობების უფლებებსა და ლგბტ-ადამიანების დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აღნიშნულ საკითხს გვერდს ვეღარ აუვლის. ევროკავშირთან დაკავშირებით მისი პოზიცია სარწმუნო იქნება მაშინ, როცა ის ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტი-ლგბტ კანონმდებლობას გააუქმებს.

„თუ, მიუხედავად დღევანდელი გადაწყვეტილებისა, უნგრეთი არ შეასრულებს მოთხოვნას და კანონმდებლობას დაუყოვნებლივ არ გაიწვევს, ევროკავშირი ვეღარ დაელოდება და ვითარების ანალიზს არ დაიწყებს. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და ევროპულმა კომისიამ მისი აღსრულება შესაბამის ვადებში უნდა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში - უნგრეთს უჩივლოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია