მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სამიტის პლენარულ სხდომაზე.

„ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.

სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის

შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის

იმედი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი

იმედი

ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია

ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია

იმედი

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

იმედი