მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ
ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ

იმედი|imedinews.ge

დღეს, 14 წლის შემდეგ, საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ, - წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ დაარსების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მან ყურადღება გაამახვილა მედია გარემოს გამრავალფეროვნებასა და ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ეკონომიკის სფეროში ვითარების გაუმჯობესებაზე.

„მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან - რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა - დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას.

ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება.

ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე,“ - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის

შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის

იმედი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი

იმედი

ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია

ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია

იმედი

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

იმედი